„აი, საქართველო!
აი, ქართველები!.."- გიორგი გიგაური გობაძეების ექვსსულიანი ოჯახის შესახებ წერს:
„გაზეთ „ბათუმელების" ცნობით, მთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელაში მცხოვრები გობაძეების ექვსსულიანი ოჯახი შიდა მეურნეობას წლებია ეწევა.
ერთ სახლში ცხოვრობენ - ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი.
ამ მთაში გამოკიდებულ სოფელში, ექვსსულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს და ყოველდღიურად, 50 ლიტრა რძეს ამუშავებს!
ბარაქალა, თქვენს დალოცვილ ქართულ მარჯვენას!.."