logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მიისწრაფვის NATO-სკენ, რადგან იგი არის თავისუფალი სამყაროს გარანტი
- +

9 ივნისი. 2016. 10:29


"საქართველო მიისწრაფვის NATO-სკენ რადგან გვჯერა, რომ NATO არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენთვის უაღრესად ღირებულ ფასეულობებს. იგი არის თავიუფალი სამყაროს უსაფრთხოების გარანტი, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან და მანამდეც რკინის ფარდის მიღმა, იყო და არის ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებისთვის. ეს ფასეულობები ჩვენი მისწრაფებაა და სწორედ NATO-ს მოვალეობაა და მისი მთავარი ინტერესია დაიცვას თავისუფალი სამყარო და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფასეულობებისთვის იბრძვიან", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.


ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე "The Future of NATO Enlargement and New Frontiers in European Security" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ატლანტკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა NATO-ს გაფართოების პოლიტიკა მნიშნელოვანი პროცესია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფიან, არამედ თავად ალიანსისთვისაც, რადგან ეს პროცესი უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დამკვიდრებას.



"საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩვანია. ჩვენ ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანებას ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესად მივიჩნევთ, რისი ნაწილიც ისტორიულად ვართ. NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრაციის იმ მექანიზმების გამოყენებით, როგორც არის წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი. საქართველო რეგიონალურ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების გატარების თვალსაზრისით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მისივე თქმით საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ყველასათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და მრავლისმომცველი რეფორმები არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ კონკრეტული შედეგით გვირგვინდება.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა NATO-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობის თვალსაზრისით და ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

 ​

ატლანტიკრი საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესსა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა მონაწილეობდნენ  საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი, საქართველოსა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრები, უკრაინის პოლიტიკური წრეების წარმომაგენლები, ამერიკის შერთებული შტატების ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner