logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება
- +

15 ნოემბერი. 2019. 15:08

 

„დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

 

მისი თქმით, ამ მეთოდოლოგიას 79 ქვეყანა იყენებს.

 

„ვულოცავ საქსტატსა და მის ხელმძღვანელს გოგიტა თოდრაძეს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - ეროვნულ ანგარიშთა სისტემის უახლესი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვას, რომელსაც ევროკავშირი და, ჯამში, მსოფლიოს 79 ქვეყანა იყენებს.

 

დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა, რომელიც ნებისმიერ მკვლევარს და დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს, რაც, თავის მხრივ, უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთებას ხდის შესაძლებელს.

 

ზემოხსენებულ სიკეთეებთან ერთად, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად შეიცვალა/გადაანგარიშებულ იქნა წინა წლების ცალკეული პარამეტრებიც, მათ შორის 2018 წლის GDP - 44,6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, „GDP per capita“-მ კი 4722 აშშ შეადგინა. ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია საინვესტიციო რეიტინგის გასაუმჯობესებლად“, - წერს ვახტანგ ჭარაია.

 

ცნობისთვის, საქსტატი დღეიდან ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადადის, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner