logo_geo
eng_logo
Kavkaz Jazz ფესტივალის მეორე დღეს კონცერტს ქართველი, სომეხი და აზერნაიჯანელი მუსიკოსები გამართავენ
- +

9 ივნისი. 2016. 10:33


9 ივნისს კონცერტი გაიმართება 19.30 მოძრაობის თეატრში. მისი მონაწილეები გახდებიან ახალგაზრდა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი შემსრულებლები -  „კანუდოსი" გიროდან, THE Birds ერევნიდან და THE Birds ბაქოდან.



J.E.F.-Experement.  ჯგუფი შეიქმნა 2016 წლის 15 აპრილს. მანამდე კი ჯგუფის თითოეული წევრი სხვადასხვა სტილითა და მიმართულებით მუშაობდა. J.E.F.-Experement Kavkaz Jazz ფესტივალის პროგრამის Folk Patterns-ის პირველი მონაწილეა.



ჯგუფი „კანუდოსი"  შეიქმნა 2007 წელს, გორში. ძირითადი მიმდინარეობა ჯაზპროგრესივია. ჯგუფი 2010 წელს მონაწილეობდა  ვარშავის ჯაზფესტივალში - „Jazz Jamboree"; 2011 წელს - კავკასიის როკფესტივალში, თბილისში; 2013 წელს - თბილისის ცოცხალი მუსიკის ფესტივალში „მუსიკა მუსიკისთვის"; ხოლო 2015 წელს ტრაბზონის ხელოვნების ფესტივალში. ჯგუფი ასევე მართავს სოლო კონცერტებს საქართველოს მასშტაბით.



ჯგუფი The Birds შეიქმნა 2013 წელს ჩასაბერი მუსიკალური საკრავების სპეციალისტების ნორაირ გაპოიანისა და გრიგორ კარტაშიანის მიერ. ჯგუფის მიმართულებებია ავანგარდული ფოლკლორი, ეთნოჯაზი და სინთეზური ფოლკლორი. ბენდის მთავარი მიზანია სომხური ეროვნული ჩასაბერი ინსტრუმენტების წარმოდგენა თანამედროვე პოპულარულ ინსტრუმენტებთან ერთად.



ასევე, 9 ვნისს 13.00 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელსაც გაუძღვება ზურაბ ქარუმიძე. მუსიკალური ექსპერტები, ჟურნალისტები და კრიტიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან განიხილავენ რეგიონში მუსიკალურ ბაზარზე არსებულ ვითარებას. 



პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "Art Bridge". პროექტის წარმდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერი -  ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალის პარტნიორები არიან თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი, ირანის ისლამური რესპიბლიკის საელჩო საქართელოში. 



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner