სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. უწმინდესი ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში 10-დღიანი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად იმყოფებოდა.
საპატრიარქოს გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქი თბილისში თანმხლებ პირებთან ერთად, ჩარტერული რეისით დღეს დაბრუნდება.