„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელების პიკეტირება სურთ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთ ოპერატორს ხელი მოტყდა.