logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
- +

16 თებერვალი. 2016. 13:03



პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.


 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანიაიბერიის" დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე, დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

 

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახალარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს, ხელში ჩაეგდოთომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანიაიბერიას TV"- სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

 

გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილიომეგა ჯგუფის" მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობასიბერია TV"- სახით, საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას.


ამასთან, „ომეგა ჯგუფის" ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანიაიბერიაშიც" განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანიაიბერიის" და გაზეთახალი ეპოქის" საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.

 

აღნიშნულის შემდგომ, 2004 წლის შემოდგომაზე, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარაომეგა ჯგუფის" წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაცომეგა ჯგუფის"" კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდიბერია TV"- სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.

ვინაიდან ხსენებული პირობის შესრულებაომეგა ჯგუფის" ბიზნესის გადარჩენის და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს.

 

ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და აცნობა, რომ ტელეკომპანიაიბერია TV" ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დიმიტრი ქიტოშვილს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.

 

პროკურატურის მიერ შემუშავებული ლიცენზიის დათმობის დანაშაულებრივი გეგმის თანამხად, 2004 წლის 7 დეკემბერს, ლევან აღდგომელაშვილი დაიბერია TV"- დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნუნუ გინტურთან, სადაც ხელი მოაწერეს დიმიტრი ქიტოშვილის მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპსიბერია TV" გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპსტელეკომპანია აისი" ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპსიბერია TV", რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. აღნიშნულის შედეგად, „ტელეკომპანია აისის" დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარი დავით კაკაურიძე, ხოლო შემდეგ - ბიძინა ნიჟარაძე.

 

2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპსჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს" გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.

 

მხოლოდ მას შემდეგ, რაცომეგა ჯგუფის" მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდაომეგა ჯგუფის" გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვესომეგა ჯგუფის" ტერიტორია.

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- მუხლით.

 

ამასთან, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებასომეგა ჯგუფის" კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner