logo_geo
eng_logo
შსს-ს თანამშრომლებს ლიტველმა ექსპერტებმა კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს
- +

28 თებერვალი. 2016. 10:48



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა" ფარგლებში, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ლიტველმა ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.


სწავლებაზე ციფრული მტკიცებულების ძებნა-ამოღება-დამუშავების, ბავშვთა პორნოგრაფიის და ონლაინ ფინანსური მაქინაციების გამოძიების, ინტერნეტ პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარების და ევროპოლთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ტრენინგზე ასევე ჭEB ტექნოლოგიების დანერგვის და კიბერდანაშაულის გამოძიების დროს მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ იმსჯელეს.


პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა" მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.


ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner