logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მალე იქნება არჩევნები და მოვემზადოთ
- +

16 ნოემბერი. 2019. 14:06

 

 

„ჩვენი მთავარი მიმართვა ხალხის მიმართ, ვინც აპროტესტებს, იქნება ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი დასკვნები, დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს არჩევნების დროს გამოვხატოთ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას მიმდინარე პროტესტზე.

 

ვოლსკის თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.

 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარე მოვლენების ფონზე საზოგადოებაში რატომ არ ჩნდება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ვოლსკის თქმით, ივანიშვილს პოზიციების გაზიარება საზოგადობის მიმართ არასდროს უჭირს.

 

„მე არ მგონია, რომ ჩვენ ნაკლებ ახსნას ვაკეთებთ. ივანიშვილს თავისი პოზიციის გაზიარება არასდროს გასჭირვებია. მისი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ იცით. ეს ბევრ რამეში გამოიხატება, მათ შორის, პერიოდულად, დეტალურ და საკმაოდ გულახდილ საუბარში. ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებს გავუფრთხილდეთ, ქაოტურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს. სულ მალე იქნება არჩევნები და მოვემზადოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ხალხში პროტესტი არსებობს, ვოლსკიმ მიუთითა, რომ „ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობს“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner