logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარტიებს მოვუწოდებ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ
- +

16 ნოემბერი. 2019. 15:34

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ. როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები რიგგარეშედ ჩატარდება თუ - არა, მმართველი გუნდისთვის შედეგის კუთხით პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება.

 

„ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ანუ ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი ამ რესურსს კარგავენ. ამიტომ მათ მოვუწოდებ, რომ ისინი ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ ცოტათი უფრო კარგი შემდეგი აჩვენონ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ განვაგრძობთ ხალხთან ურთიერთობას. სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და უბან-უბან ვესაუბრებით მათ.

 

რიგგარეშე იქნება არჩევნები თუ - არა, ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგის კუთხით პოლიტიკური მოცემულობა არსებითად არ იცვლება. ორივე შემთხვევაში ჩვენ არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ. მე ვფიქრობ, რომ მათი ეს მოთხოვნა სპეკულაციურია, მათაც მე მგონი, არ აწყობთ ეს, უბრალოდ, რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, თუმცა ამაზე ოპოზიცია ვერ შეჯერდა. პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner