სოფიო ქაცარავამ, რომელმაც გუშინწინ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, დღეს საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“ - წერს სოფიო ქაცარავა.