logo_geo
eng_logo
ლადო კახაძე: მოგიწოდებთ, საჯაროდ ქმედითი რეაგირება მოყვეს პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას
- +

16 ნოემბერი. 2019. 16:01

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე საჯარო მიმართვას ავრცელებს, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რეაგირება მოჰყვეს საქართველოს მოქალაქის, პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას.

 

მისი განცხადებით, ყოველგვარი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი დარღვეულია.

 

„საჯარო მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას!!!

 

მოგიწოდებთ, საჯაროდ დაიგმოს და ქმედითი რეაგირება მოჰყვეს საქართველოს მოქალაქის, ექიმის, პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას. სათანადო პასუხი მოეთხოვოს ასეთ ამაზრზენ საქციელში არაერთხელ მხილებულ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს და მათ მიერ მხარდაჭერილ ეგრეთ წოდებულ დე ფაქტო რეჟიმს. ყოველგვარი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი დარღვეულია! ხელყოფილია ექიმის უფლება - გადაარჩინოს სიცოცხლე! პატივისცემით, ვლადიმერ კახაძე“, - წერს ლადო კახაძე.

 

შეგახსენებთ რომ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner