logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო
- +

9 ივნისი. 2016. 11:03


პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პირველი მოსმენით ძალიან მნიშვნელოვანი კანონები მიიღეს, რასაც ივნისის სესიაზე დაასრულებენ.



ჩვენს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დღეს შეტანილი ცვლილებებით,  200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი მიიღებს შესაძლებლობას, რომ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები გადაიხედოს. კოდექსში ასევე შევიდა მეორე ცვლილება - თუ პროკურატურა დადგენილებით დაადასტურებს, რომ საგამოძიებო პროცესში პირის ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, ეს განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას შექმნის.

ხელისუფლებამ ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება შეასრულა და ქვეყანა სისტემურ დანაშაულზე აგებული რეჟიმისგან გათავისუფლდა. ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რომ დღეს ქვეყანა თავისუფალია, მედია არ იდევნება, ციხეებში პატიმრებს ადამიანურად ეპყრობიან, ადამიანების სიცოცხლე დაცულია და პოლიცია ადამიანებს ქუჩაში შეკრებისთვის არ ებრძვის; რაც შეეხება ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ქვეყანას ინვესტიციები, სამუშაო ადგილები, სტაბილურობა, საპენსიო და განათლების რეფორმები... სჭირდება, რაც მიღწევებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ 2012 წელს დაწყებული პროექტები ბოლომდე განახორციელოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



კობახიძემ ასევე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


 

2012 წელთან შედარებით, საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ძალიან ხანგრძლივი პერიოდია გამოცხადებული. ეს ქვეყნისთვის ზოგადად, დაძაბული რეჟიმია, მაგრამ პოზიტივი ისაა, რომ თითოეულ პარტიას არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადების საშუალება აქვს", - განაცხადა მანანა კობახიძემ გადაცემა 20/30"-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner