საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ყვითელი ავტობუსები დგას, რომლებშიც პოლიციელთა ნაწილი ზის.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, „სირცხვილიას“ ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია განახლდება. ამასთან, 14:00 საათზე პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები, ხოლო ოპერასთან „ევროპული საქართველოს“ წევრები. ისინი 14:30 საათზე დაიწყებენ ფეხით მსვლელობას და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.