logo_geo
eng_logo
პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული
- +

17 ნოემბერი. 2019. 12:53

 

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ყვითელი ავტობუსები დგას, რომლებშიც პოლიციელთა ნაწილი ზის.

 

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, „სირცხვილიას“ ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია განახლდება. ამასთან, 14:00 საათზე პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები, ხოლო ოპერასთან „ევროპული საქართველოს“ წევრები. ისინი 14:30 საათზე დაიწყებენ ფეხით მსვლელობას და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner