ავტორი თეა ფირცხალავა
გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო...
„ნაციონალებო“, გენცა, ჩამოყალიბდით, ბიძინა აკეთებს რუსულ საქმეს, თუ ნინო ბურჯანაძე?! დაიბნა ხალხი!
აქამდე იძახდით ნინო ბურჯანაძე რუსეთის ქალია, პუტინთან დარბის, მის საქმეს აკეთებს და რუსულ გეგმებს ახმოვანებს საქართველოშიო...
დღეს ეს ცნობილი „რუსი“ პოლიტიკოსი გვერდით მოისვით და მასთან ერთად ბჭობთ საქართველოს მომავალზე (მანამ არ აგიდგათ გვერდები)...
ისადა, გენცა, იქნებ ხალხსაც გააგებინოთ, ვის საქმეს აკეთებთ (ბოლო-ბოლო და შეფარულად), თორემ მე ისედაც დიდი ხანია ვიცი, რომ მიშას და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან რუსეთის საქმეს აკეთებდით და აკეთებთ.
ჭიტა, გიცანით!