logo_geo
eng_logo
სამართალდამცველები მობილიზებულები არიან როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ეზოში
- +

17 ნოემბერი. 2019. 14:23

 

სამართალდამცველები მობილიზებულები არიან როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ეზოშიც. სამართალდამცავთა დიდი რაოდენობის მობილიზება დღევანდელ აქციას უკავშირდება რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და ოპოზიციის ორგანიზებით 15:00 საათზე დაიწყება.

 

პარლამენტის ეზოში სამართალდამცავების გარდა, მობილიზებულია გადაუდებელ დახმარებათა დეპარტამენტის სახანძრო სამაშველო ჯგუფი. თავდაპირველად, უსაფრთხოების მიზნით პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლებს შესვლა ეზღუდებოდათ, თუმცა მოგვიანებით შესვლა შეძლეს.

 

პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე წუთში შიდა ტერიტორიას დაატოვებინებენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner