მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნუ გააწყალეთ გული, თუ პროპორციული არჩევნების მომგები ხართ, ხომ გაერთიანდით, ჰოდა, გაერთიანებულები მაჟორიტარულს უფრო მოიგებთ, მაგრამ, თქვენ, ბრძოლა და ღირსეული გამარჯვება კი არ გსურთ (როგორც ეს 2012-ში მოხდა), არამედ, არეულობა და ქაოსი გაწყობთ ქვეყანაში... სამი თვე „კარვების ქალაქი“ გვქონდა მოწყობილი პარლამენტის წინ, მაგრამ რა, შეისმინეთ რამე, გადადექით?.. და რამდენი აქცია და სისხლისღვრა ჩამოგითვალოთ? რამდენი ტყუილი და გადაგდება დაგიფიქსიროთ?.. და როცა ბიძინა ივანიშვილს ტყუილსა და ხალხის გადაგდებაში ადანაშაულებთ, ივანიშვილს ჩემთვის პირადად არაფერი გაუკეთებია და ვერავინ იტყვის, მისხალითაც ვისარგებლე მისი ხელისუფლებით, მაგრამ, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ და აღიაროთ, რომ ყველა თეატრი თბილისში, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში მისი ძალისხმევით გარემონტდა და დანგრევა-განადგურებას გადაურჩა და რამდენი კულტურული ცენტრი და ისტორიული შენობა გადაარჩინა განადგურებას, რამდენი მონასტერი და სალოცავი დაუბრუნა წინამდებარე მშვენიერებას და წვერმაღალაზე შესანიშნავი პარკი აჩუქა ხალხს და, რამდენი სიკვდილს გადარჩენილი ბავშვი და ახალგაზრდა დადის საქართველოში მისი ძალისხმევით და გადაგდება და მოტყუება ხალხის, თქვენ რომ გადააგდეთ და მოატყუეთ, ისეთი უნდა: ფოთის და ბათუმის პორტები გაყიდეთ, გაასხვისეთ თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი, რაც ქვეყნის მომავალს წაადგებოდა, დაკარგეთ ტერიტორიები, ხოცეთ ახალგაზრდები ქუჩაში, მიშასგან ტყუილებისა და გადაგდებების კორიანტელზე გინდათ აქ მალაპარაკოთ და, თქვენ ამოგეღებათ სიტყვა ვინმეს მიმართ, ხალხის გადაგდებასა და მოტყუებაზე?... კარგი რა, ნამუსიც ხომ კაი საქონელია, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ?..
რა გინდათ, არეულობით მიაღწიოთ საწადელს, გაირეცხოთ, გათეთრდეთ და სავლეებად იქცეთ მოუნანიებლად და, ეს, ხალხის გაბრიყვების ხარჯზე გინდათ მიაღწიოთ?...
არა, გენაცვალე, არა, ეს, უკვე აღარ გამოგივათ, იბრძოლეთ კონსტიტუციური გზით, მოემზადეთ არჩევნებისთვის და ისევე ღირსეულად გაიმარჯვეთ, თუკი ღირსეულები ხართ, როგორც - ჩვენ - 2012-ში დავაგვირგვინეთ...
ასე რომ, ივანიშვილს ხალხი და ქვეყანა არ მოუტყუებია და გადაუგდია, კიდევ გიმეორებთ, თქვენ მოგატყუათ და გადაგაგდოთ და, რომ იცოდეთ, მეტის ღირსები ხართ!..“ - წერს შათირიშვილი.