logo_geo
eng_logo
თათა მურაჩაშვილი: აღმაშენებლის გამზირზე ქართველს რომ ვხედავ, მიხარია
- +

9 ივნისი. 2016. 11:06



სოციალური ქსელის  მომხმარებელი თათა მურაჩაშვილი წერს:


ჩემი აზრით, დღეს საქართველო ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშია. ხომ გავუძელით მაკედონელის ლაშქარს, მურვანს, თემურლენგს, ოსმალეთს, სპარსეთს, ლეკებს, გავუძელით ჩინგიზ-ხანს, შაჰ აბასს, აღა-მაჰმად-ხანს და კიდევ ბევრს, ჩემი ქვეყნის სიცოცხლე მუდმივი ბრძოლა იყო და არის. ოღონდ ახლა ისეთი დრო დადგა, გარეული მტრების გარდა, შინაურებსაც ვებრძვით. გვებრძოდნენ და გვებრძვიან ჩექმით და ტყუილი სიყვარულით. ძველად იგრძნობოდა მაინც ქართველების ერთად დგომა, მტერს ყველანი ერთად ვებრძოდით, დღეს ? დღეს დაბეჩავებულები ვართ, ორად კი არა, ათად გაყოფილები, შიდაპოლიტიკურად არეულები, ჩამოუყალიბებლები, ძალაუფლებისა და ჯიბის გამდიდრებისკენ ლტოლვამ სამშობლოს სიყვარული გადაწონა.

 

 

იცით, რაზე მწყდება გული? ქვეყანაში, სადაც საკუთარი ენა აქვთ, რატომ უნდა ექცეოდეს ინგლისურს ბევრად მეტი ყურადღება? პირველკლასელებს დედაენა ინგლისური ენის სახემძღვანელოთი ჩაუნაცვლეს, ჩემი თაობა ერთ წინადადებას - ქართულად, მეორეს ინგლისურად ამბობს, ხალხო, აშშ აღმოცენებულიც არ იყო, ჩვენ რომ ჩვენი ენა და კულტურა გვქონდა, ესაა ისტორიის გარეშე დარჩენილი ქვეყანა და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი მათი გავლენის ქვეშ ვექცევით. დამოუკიდებლები ვართო, რომ ამბობენ და თავს იშტერებენ, როგორ ვართ დამოუკიდებლები, როდესაც რუსეთს აფხაზეთი, სამაჩაბლო უკავია და ლამისაა სასაზღვრო ზოლი ავტობანამდე გადმოგვიწიოს, თურქეთს აჭარაზე აქვს პრეტენზია, სომხები ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას ისაკუთრებენ, აშშ ჩექმით არა, მაგრამ ტკბილი სიტყვით ცდილობს გავლენის მოპოვებას და გამოსდის კიდეც...

 

 

რატომ უნდა ჰქონდეს ამერიკის ელჩს საქართველოში იმდენის უფლება, რომ ხუმრობის გამო რიგითი ახალგაზრდა დააკავებინოს ? მითუმეტეს, თუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა. აღმაშენებლის გამზირზე ქართველს რომ ვხედავ, მიხარია, არაბებსა და ირანელებს მიაქვთ პროსპექტი. რამდენი გამოუვალი სიტუაცია მოგვიბრუნებია და წაგებული ბრძოლა მოგვიგია, დღეს რა გვჭირს?! დღეს მკვდარი თევზებივით მივყვებით დინებას და უმეტესობა აუღელვებლად უყურებს, როგორ ვკარგავთ ტერიტორიას, კულტურას და უკვე ენასაც...

 

 

ისეთები უნდა ვიყოთ, რომ სხვებს ჩვენი კულტურის საწინააღმდეგო რეფორმების გატარებაზეც ვერ გავაბედინოთ საუბარი, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან საქართველოს პირველი მტერი ისევ და ისევ ქართველია, ქართველი, რომლისთვისაც ფული მეტია, ვიდრე სამშობლო!" - წერს თათა მურაჩაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner