ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ვინ მოგცათ უფლება ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით დუჟმორეულებს, ქართველი ერის სახელით ილაპარაკოთ, ჩემი სახელით, ჩემი მეგობრების სახელით განცხადებები აკეთოთ, თითები გვიქნიოთ, დაგვემუქროთ და რაიმე გვაიძულოთ, ეგ უკვე ნანახი გვაქვს, ესენი კი ვიცით, რა ხვითოებიც არიან, მაგრამ თქვენც გეუბნებით - არა, თქვენი ადგილი სახლებშია, მე შენ გეტყვი და, რომელს არა გაქვთ კეთილმოწყობილი ნაევრორემონტალი „სახლუკები“ და აგარაკები, დაისვენეთ და დაგვასვენეთ, თორემ მართლა ის ხალხი გამოვა გარეთ, ვისაც არავისი დაძახება არ სჭირდება და მაგ უნამუსო ცხვირ-პირებს დაგახოხავენ...
შუაზე გახიე ბებიაშენი და შენც, „შადრევან მეორის“ უკვე თაყვანისმცემელო პატივცემულო მებრძოლ-მეომარო და სისათუთეში ნაზარდო უზრდელებო და სამშობლოსათვის თავდადებულის მანტიამოსილო ფარისევლებო!
დიახ, მეც ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მაქვს მეხსიერება და გიცნობთ სათითაოდ სუყველას - რა შუბლის ძარღვი გაგიწყდებათ, რაც არასდროს გქონიათ!