„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რამდენი პარტია ატარებს აქციას პარლამენტთან? რამდენი მხარდამჭერი მოიყვანეს? ერთად დავთვალოთ.
პარლამენტის წინ მოედანი 4600კვ.მ. მეჩხერ მიტინგზე ითვლება, რომ 1 კვ.მ-ზე 1 კაცი დგება, ხოლო მჭიდრო მიტინგზე 1კვ.მ-ზე 2 კაცი. აქ მჭიდროა თუ მეჩხერი?
რამდენი მონაწილე გამოდის?“ - წერს გოგავა.