logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სახელმწიფომ ქვეყნის გაჩერება არ უნდა დაუშვას
- +

17 ნოემბერი. 2019. 18:21

 

„პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ იწყება პარლამენტის მთლიანად პიკეტირება.

 

„უნდა ვიაროთ სამსახურში. უამრავი თემაა... საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც...

 

პიკეტირება ესაა ამ ადამიანების პოლიტიკის გამოხატულება, მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და განიხილოს ინიციატივები, რომელთაც ოპოზიციური პარტიები აყენებენ, ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური უმცირესობის წინადადებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

 

„მგონია, რომ მას, ვინც ეს მოთხოვნა დააყენა, საკმაო ცოდნა აქვს იცოდეს, რომ ეს შემოთავაზება არ შეესაბამება კონსტიტუციას და რეგლამენტს...

 

მიზანი, „ნაცმოძრაობას“ რაც ჰქონდა, რომელიც ლიდერია დღეს ამ საპროტესტო აქციების, გარკვეულწილად განხორციელდა, რადგან საზოგადოებაში გადავიდა დაპირისპირების მუხტი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner