გორის „დილას" ნახევარმცველი, 25 წლის ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ავტოავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 7 ივნისს, ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. ფეხბურთელის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. გორის „დილას" წარმომადგენელთა ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი თავის ტვინის დაზიანებით, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ამჟამად ფეხბურთელი სტაბილურ კომატოზურ მდგომარეობაშია, აღენიშნება შეშუპება 20 მგ სისხლის ოდენობით.
მედიკოსთა განცხადებით, კრიტიკული პერიოდი შემთხვევიდან 72 საათის განმავლობაში გრძელდება და თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა შენარჩუნდება, პროცესი უკეთესობისკენ წავა.
გიორგი თექთურმანიძეს გორის „დილას" გარდა, სხვადასხვა დროს ცხინვალის „სპარტაკში", თბილისის „დინამოში", რუსთავის „მეტალურგსა" და თბილისის „ლოკომოტივში" თამაშობდა. იგი გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.