logo_geo
eng_logo
პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია
- +

17 ნოემბერი. 2019. 18:40

 

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. ამ დროისთვის ყველა შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ადევს. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპულ საქართველოში დაუდასტურეს.

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა შენობის შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომები ცოტა ხნის წინ დაადეს და როგორც განაცხადეს, გასაღები ხალხს გადაეცემა იმის ნიშნად, რომ შენობა ხალხის მიერ დაილუქა.

 

პარალელურად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოსვლები გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner