logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ერთი ადამიანიც კი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებს რაღაცას, არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის
- +

17 ნოემბერი. 2019. 19:07

 

„ერთი ადამიანიც კი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებს რაღაცას, არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, განსხვავებით ოპოზიციური პარტიის ლიდერებისგან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ცენტრალურ ოფისში განუცხადა.

 

მასივე განმარტებით, არც ერთი მოთხოვნა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების მხრიდან იყო გახმოვანებული, საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა და ამიტომ, ისინი „სხვა გეგმებზე გადავიდნენ“.

 

„ჩვენთვის ყველა ადამიანის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მათ რაოდენობას - 4000 მივიდა, თუ 4500 თუ 20 000, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.... ერთი ადამიანიც კი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებს რაღაცას, არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის - ოპოზიციური პარტიის ლიდერებისგან განსხვავებით.

 

2 წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პროპორციულ სისტემაზე საუბარი და მაშინ დაეჭირათ ამისთვის მხარი, უკვე გარანტირებული იქნებოდა. დემოკრატიული პროცესი, რომელიც ახლოსაც კი არ არის მათ აღქმასთან, ბოლოს მივიდა იქამდე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. არც ერთი ის წინადადება, რომელიც გახმოვანებული იყო და აცხადებდნენ, რომ თითქოს მათ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი - სამართლებრივად გამართლებული არ იყო, არც ერთი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას და ეს რომ თავადაც კარგად იციან მოწმობს ის, რომ უკვე სხვა გეგმებზე გადავიდნენ - რაღაცნაირად ცდილობენ ხალხის სიცრუეში შეყვანას მათ შორის „ფეიკნიუსებით“, თითქოს ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის მონაწილეებს და ა.შ ეს ყველაფერი არის ტყუილი, პიკეტირებაც ამის გამოძახილია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner