logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილი ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსაც ხვდება
- +

9 ივნისი. 2016. 11:08


პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურ ექს-პრემიერ  ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს არ იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროინდელი დავარცხნილი პრესკონფერენცია, სადაც ყველა ჟურნალისტი ათასგვარ ფილტრს გადიოდა.



ბიძინა ივანიშვილი მათ შორის, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსაც ხვდება. ჟურნალისტების მიმართ, არავითარი შერჩევითი დამოკიდებულება არ არსებობს და ივანიშვილი ყველა კითხვას პასუხობს. ეს არ არის სააკაშვილის დროინდელი დავარცხნილი პრესკონფერენცია, სადაც ყველა ჟურნალისტი ათასგვარ ფილტრს გადიოდა და თუ პარამეტრებს ვერ დააკმაყოფილებდა, იქ ვერ დაჯდებოდა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner