logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: არანაირ ექსცესებს არ ველოდებით, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ
- +

17 ნოემბერი. 2019. 20:13

 

„არანაირ ექსცესებს არ ველოდებით. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

 

„არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. ესაა პრევენციის მიზნით. პოლიციური ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც აქციის წევრები გადაინაცვლებენ და გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით დგანან. ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზება არ იგეგმება“, - აცხადებს სირაძე.

 

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება, ვაჟა სირაძე შემდეგნაირად პასუხობს: „პოლიციის მხრიდან მე მგონი, არავის დაგინახავთ ძალადობა. პოლიცია მშვიდად დგას თითოეულ ლოკაციაზე და მართლწესრიგს იცავს. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიცია მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ მხარეს“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner