logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: ორი ჯიუტის დაპირისპირება, აგრესია და ემოცია არის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების გზა!
- +

17 ნოემბერი. 2019. 20:16

 

ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით თეთრების ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„იმის გამო, რომ ქუჩიდან მოსულმა ყველა ხელისუფლებამ უბედურება მოუტანა ქვეყანას, იმის გამო, რომ ქუჩაში ყველა პოლიტიკური პარტია წინააღმდეგია მაჟორიტარული არჩევნებისა და გაერთიანდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეით, პირადად მე და პარტია „თეთრები“ არა მარტო ვემიჯნებით ქუჩის აქციებს, არამედ მეცნიერთა დიდ ჯგუფთან ერთად ვუპირისპირდებით მათ. ჩვენ ასევე მიუღებლად ვთვლით ხელისუფლებას, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ხალხი და ქვეყანა და ვიბრძვით მომავლის საქართველოსთვის, საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის! იმისთვის, რომ საქართველო გავათავისუფლოთ, „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ და მათი ნაგლეჯებისგან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას არ გამოხატავს არც ხელისუფლება და არც ქუჩაში გამოსული პოლიტიკური ოპოზიცია. ორივენი კი შეადგენენ იმ ერთობას, რომელმაც ხალხიც და ქვეყანაც დააჩოქა, ხალხის ძარცვის ხარჯზე მოიპოვა სიმდიდრეც და ძალაუფლებაც.

 

ყველას გასაგონად ვამბობთ: ორი ჯიუტის დაპირისპირება, აგრესია და ემოცია, რომელიც უმოწყალოდ დაეუფლა პარლამენტსაც და რუსთაველის პროსპექტსაც, არის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების გზა, სისხლიკენ სვლის გზა.

 

ქართველ ხალხს, საქართველოს არ აქვს მომავალი, თუ არ გავთავისუფლდებით იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თანამდებობებზე ყოფნის დროს დიქტატორობენ; ხალხს ძარცვავენ, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი საკუთარ თავს დემოკრატებს და დემოკრატიულ ოპოზიციას უწოდებენ. ასეთებითაა სავსე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. თვითონ დიქტატორები ებრძვიან დიქტატორს და იბრძვიან საკუთარი დიქტატურისთვის!

 

თავისუფალი ადამიანები ისე არ საუბრობენ, როგორც ხელისუფლების და ქუჩაში გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრებიან ერთმანეთს, ხალხს და ქვეყანას!

 

თავისუფალი ადამიანები ასეთ პოლიტიკოსებს არ უსმენენ, ასეთ პოლიტიკოსებს თავზე არ ისვამს!

 

ჩვენ ამ ხალხთან ვართ, ამ ხალხს ვემსახურებით და ამ ხალხისთვის დავდგებით სიცოცხლის ფასად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner