logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: გიორგი სიჭინავა გაგრიდან თბილისში!
- +

17 ნოემბერი. 2019. 20:17

 

„თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი, ღირსების ორდენის კავალერი გიორგი სიჭინავა აფხაზეთიდან გვესტუმრა. იგი მოწვეულია  „არგენტინის სახლი საქართველოში“  მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის სუბ-რეგიონული ბლოკის „მერკოსურის“ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული, საქმიანი და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და „ფეხბურთი, როგორც დროთა კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისათვის“ ფარგლებში მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას „პელეს თასზე“ საქართველოში და სხვა ღონისძიებებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლოზ პატარქალიშვილი ავრცელებს.

 

„პროექტის  პრეზენტაციაზე, გიორგი სიჭინავას გადაეცემა „ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ საპატიო წევრობის სიგელი საზეიმო ვითარებაში.

 

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან: პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი ბ-ნ კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ბ-ნ ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული ბრაზილიის საელჩოს წარმომადგენლები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.

 

პრეზენტაცია გაიმართება ა.წ. 18 ნოემბერს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მისამართზე: ლადო გუდიაშვილის ქ.N7“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner