logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს
- +

17 ნოემბერი. 2019. 20:20

 

„სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა ის მხარს უჭერს პროტესტის გამოხატვის ყველაზე უკიდურეს კანონიერ ფორმებსაც.

 

„მე მხარს ვუჭერ პროტესტის გამოხატვის ყველაზე უკიდურეს კანონიერ ფორმებსაც. ეს უკიდურესი კანონიერი ფორმები შეიძლება შედიოდეს სახელმწიფო დაწესებულების შენობასთან პიკეტი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა „იმედის“ ეთერში.

 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებაც მოახდინეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner