წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.
როგორც "რეპორტიორს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიასთან ბრძოლაში 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მონაწილეობს.
ცეცხლის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.
ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.