შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს.
შს სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები დაავადებული ბავშვებისთვის, „სისხლის ბანკის" დახმარებით, საქართველოს რეგიონებში სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სამართალდამცველების აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.