logo_geo
eng_logo
„საერთო გაზეთი“: ოდესის გუბერნატორის პარპაში დასასრულს უახლოვდება!
- +

9 ივნისი. 2016. 11:13


ორიოდე თვის წინ უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებითოდესის ოლქის პროკურატურის თანამშრომელი ალექსანდრე მოდებაძე დააკავეს, მიხომ მაშინ „გაქაჩა"და დაკავებულ-გათავისუფლებული „თავისიანი" მოდებაძე სამუშაოდ ოდესის ოლქის ყოფილმა პროკურორმა დავით საყვარელიძემ მიიღო. უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.




განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით საყვარელიძის გადაყენება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევასა და სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას უკავშირდება. მიმდინარე წლის 26 მაისს უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ "უკრაინის განვითარების" ფონდში ჩხრეკა ჩაატარა და სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრს, უკრაინაში საქართველოს ყოფილ კონსულს თემურ ნიშნიანიძეს ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობისათვის ბრალი წაუყენა.


ჩხრეკის შედეგად პროკურატურის თანამშრომლებმა ნიშნიანიძის სახლიდან და "ოდესის განვითარების" ფონდიდან უკანონო ფინანსური ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტები და 20 მილიონი გრივნა ამოიღეს.


აღნიშნულ ფაქტს სააკაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა.




უკრაინის მთავრი პროკურორის იური ლიცენკოს განცხადებით, ფონდის საქმიანობის შესწავლა უკრაინის რადას დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა.


უკრაინელები გამოფხიზლდნენ, მითი კორუფციასთან ცეცხლით და მახვილით მებრძოლ მიშაზე დაიმსხვრა. სააკაშვილის კორუფციული მაქინაციები გაიშიფრა.




ბიზნესმენების შანტაჟისა და რეკეტის, ოდესის და ილიჩოვსკის პორტების მითვისების, ოდესის საბაჟოს პირადი ინტერესებისათვისგამოყენების, იარაღით ვაჭრობისა და სანდრას აწყობილი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შავი ბიზნესის შესახებ ინფორმაციებს უკვე აქტიურად აშუქებს უკრაინული მედია.




მიმდინარე წლის 28 მაისს „თოქშოუში" მიწვეულმა უკრაინის სახალხო დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა მიხო მიწასთან გაასწორა და აღნიშნა, რომ უკრაინის ტრაგედიაა ოდესის გუბერნატორის დანაშაულებრივი პარპაში. არც საქართველოში მისი დაკვეთით ჩადენილი დანაშაულებები დავიწყებია და არც მიხეილის „მაპროვიცირებელი"კოკაინის მოხმარება.




მისი ნარკოტიკებთან „ტრფიალის" შესახებ, როგორც ჩანს, ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. დეპუტატი აშკარად გაღიზიანებული ჩანდა მიხეილის რეაქციით, რაც მისი თანამოაზრის, ნიშნიანიძის დაკავებით იყო გამოწვეული.




სააკაშვილს სიმწრისგან მართლაც გადმოსდიოდა დუჟი, ისე ლანძღავდა სამართალდამცველებს. ვადიმ რაბინოვიჩმასააკაშვილს და მის გუნდს სამშობლოში დაბრუნება და სამართალდამცველების „გარდაქმნით" დაინტერესება იქ ურჩია. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის პასხისმგებლობას გადაურჩებოდნენ...




ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ალექსანდრ დუბინსკიმ სააკაშვილის ცხოვრების წესი, ქალების და რესტორნების სიყვარული სახელმწიფოს და რეკეტის ხარჯზე, ჯერ კიდევ შარშან ამხილა „უკრაინულ სენსაციებში" „1+1"-ში. რამდენიმე დღის წინ კი„1+1" „უკრაინული სენსაციებში" მიხეილი ბევრად ვრცელი გადაცემის გმირად მოგვევლინა.




გადაცემაში ვრცლად ისაუბრეს სააკაშვილის „საგმირო საქმეებზე" როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ოდესის გუბერნატორის „მოღვაწეობის"ერთწლიანი ანგარიში ასე შეაფასეს:




ოდესა-რენის გაპარტახებულ საავტომობილო გზაზე ასფალტის ნაცვლად დაპირებებს აგებს. ოდესელები არცთუ გვიან მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ხალხზე ზრუნვის ნაცვლად ერთგულ ხროვაზე და თავის გართობაზე ზრუნავს. მისი საფიქრალი ბიზმესმენების და ქვეყნის ძარცვას ვერ ცდება.




საკუთარი თვითმფრინავით ფრენა გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს. მის ჰარამხანაში კი არცთუ ცოტა მდედრია და მათი შენახვაც ხალხის „ყვლეფის" ხარჯზე ხდება.




მეგობრები, რესტორნები, გართობა მისი ცხოვრების უცვლელი სტილია. ექვსი თვის წინ მისი ბრძანებით დაკავებული გენადი კორბანის შესახებ ბედნიერი სახით ტელეკამერების წინ კეკლუცობდა, ტრაბახობდა, თუ როგორ გამოუცხადა ომი კორუფციას.




როდესაც რამდენიმე დღის წინ მისი თანაშემწე კორუფციაში ამხილეს, გამწარებული ცდილობდა მის დაცვას და სამართალდამცველებს შეურაცხოფაც მიაყენა. არადა, რადის ტრიბუნიდან დაუფარავად ამხილეს ფონდის კორუფციული სქემა. ფონდი, რომელსაც მისი თანაშემწე თემურ ნიშნიანიძე ხელმძღვანელობდა და შავბნელი საქმეებით ავსებდა მიშას ყულაბას. გადაცემაში ვრცლადაა საუბარი, რას შეპირდა და რა გაუკეთა ოდესის მოსახლეობას.




ჟურნალისტის კითხვა, თუ როგორ მოახერხა ხუთიათასი გრივნით (რომელიც მის ხელფასს შეადგენს) კიევის ცენტრში, 1917 წელს აშენებულ სახლში, ხუთოთახიანი, 250 კვადრატული მეტრი ბინის შეძენა, ექსკლიუზიური რემონტით და ძვირფასი ავეჯით, პასუხგაუცემელი დარჩა.




სამაგიეროდ, გაირკვა სააკაშვილის კიევის ბინის ფასი, რომელიც მილიონ დოლარს აღემატება!




ტელეწამყვანი გაოცებულია, რომ მიშამ კიევში საცხოვრებელი სახლის შესაძენად თანხა მოიძია, ხოლო დაპირებული გზის დასაგებად ვერა, ამიტომაც 100 კილომეტრის ნაცვლად ასფალტი მხოლოდ ერთ კილომეტრზე დააგო.




დაპირებად დარჩა სანაპიროების რეკონსტრუქციაც. მიშას ფული რეკლამებში არც ოდესაში ენანება. რეკლამებში და პიარში, რომელშიც სააკაშვილი სამყაროს ლიდერად და მესიად წარმოჩინდება!




უკრაინელები გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ რატომ მოიხსენიებენ მიშას ამერიკელები რეფორმატორად. მათთვის ცნობილია, რომ დასავლეთის საუკეთესო პოლიტექნოლოგებმა არაფრისგან შექმნეს იგი და ლიდერის და მესიის სული შთაბერეს. (ის დროა, მათ „გამზრდელი" ვუთარგმნოთ..) აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მიშა მსოფლიო რევოლუციების „ზელიდერის" იმიჯით ეხილათ...თუმცა ამაოა მათი მოლოდინი!




„1+1"-ში საუბარია, კორუფციასთან მებრძოლ მიხოს ჯერ კიდევ საქართველოში როგორ აფინანსებდნენ დონორი ორგანიზაციები. დაახლოებით 8 მილიარდი მათგან მიუღია და ამდენივე თანხა ხალხის და სახელმწიფოს ძარცვის შედეგად. თავის „ბანდასთან"ერთად ახლა სხვა სახელმწიფოს განადგურებას განაგრძობს.




სანაპირო ზოლის გასხვისების მოწინააღმდეგე და ისტორიულ-კულტრული მემკვიდრეობის დამცველი მიხო მხოლოდ მოწინააღმდეგეებისთვის „იხსენებს" კანონს და კონსტიტუციას, ხოლო „გადამხდელუნარიან" ბიზმესმენებზე დაუბრკოლებლად ასხვისებს მიწებს კორპუსების ასაშენებლად (ნაცნობი სიტუაციაა). რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრში მის მიერ უკანონოდ გასხვისებულ მიწაზე აშენებულ კორპუსში სამი ბინა მოუთხოვი, და მიუღია კიდეც. ერთი თავისთვის, თითოც საყვარელიძისა და მოადგილისთვის.




ბინებში ექსკლიუზივ-რემონტები მიმდინარეობს და ბინის ფასი ისევ მილიონს აღემატება! აღნიშნულის შესახებ დოკუმენტების თანხლებით გადაცემაში რადის დეპუტატი საუბრობს....




ოდესის ნომერი პირველი მილიციელი ლორთქიფანიძე კი საქართველოში მიღებულ დიდ გამოცდილებას აქტიურად იყენებს „ურჩი" ბიზმესმენების დასაწიოკებლად და მიშას „ბეღელის" შესავსებად. გადაცემაში რამდენიმე დატერორებული, დაპატიმრებული თუ „გატყავებული"დაზარალებულის სახელი და ისტორიაა მაგალითად მოყვანილი... მიშას და მისი ხროვის შავ-ბნელი, დანაშაულებრივი საქმიანობის არაერთი ეპიზოდია გადაცემაში განხილული. მაინტერესებს, ზემოთ აღნიშნულის შესახებ არც აშშ და არც ევროპა აღშფოთებულა, თუ „მოგუდულში" შეშფოთდნენ და მე ვერ გავიგე?!


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner