logo_geo
eng_logo
სასტუმრო „კასტელო მარეში“ მანდარინის ფესტივალი გაიმართა
- +

18 ნოემბერი. 2019. 12:33

 

 

ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის ფარგლებში, სასტუმრო „კასტელო მარეში“ მანდარინის ფესტივალი გაიმართა.

 

მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე სხვადასხვა სახის აქტივობები მიმდინარეობდა.

 

12 საათიდან დაიწყო მანდარინის მოსავლის შეგროვება. ღონისძიებას წამყვან-ანიმატორი უძღვებოდა. გაიმართა შეჯიბრი მოსავლის სწრაფად დაკრეფაში.

 

14:00-დან სასტუმროს ტერიტორიაზე დაიწყო ფესტივალის ძირითადი ნაწილი. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური დეკორაციები: ციტრუსის, მზესუმზირისა და ყვავილების კომპოზიციებით;

 

წარმოდგენილი იყო მუზეუმის, საზოგადოებრივი კოლეჯის და მეწარმეების კუთხეები, სადაც გამოიფინა ადგილობრივი პროდუქტი და ნაწარმი.

 

ღონისძიების სტუმრები მონაწილეობდნენ კულინარიულ მასტერკლასებში (თათარა, მურაბა), რის შემდეგაც გაიმართა მომზადებული კერძების დეგუსტაცია.

 

სსიპ კოლეჯმა „ახალმა ტალღამ“ წარმოადგინა ციტრუსის კოქტეილების ბარმენების შოუ.

 

გაიმართა ქართული ფოლკლორის კონცერტი, ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით.

 

საღამო ბენდმა „ბლუ სეილმა“ დაასრულა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner