logo_geo
eng_logo
შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების შემთხვევაში, პოლიცია კანონის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას
- +

18 ნოემბერი. 2019. 13:54

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა. კერძოდ:

 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე;

 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ "მერანამდე" ორმხრივად აკრძალულია;

 

რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

 

მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ;

 

სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით;

 

შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის და ლეონიძის ქუჩების გავლით.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner