„მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მკვლელს, არამედ მკვლელობის გამომწვევს - ასე განმარტავს ომბუდსმენი კანონს“, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამირან სალუქვაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება. როგორც გუშინ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პარლამენტის შენობის პიკეტირება უკანონოა, თუმცა, ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.