„როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მინდა, ყველას ვუთხრა - ღმერთი ნუ გაუწყრება და ვერავინ გაბედოს, როცა მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, წინ გადამეღობოს და გზა გადამიღობოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის შენობა გუშინ საღამოდან ბლოკირებულია. აქციის მონაწილეების მიერ ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.