logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს
- +

18 ნოემბერი. 2019. 15:05

 

 

„როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„მინდა, ყველას ვუთხრა - ღმერთი ნუ გაუწყრება და ვერავინ გაბედოს, როცა მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, წინ გადამეღობოს და გზა გადამიღობოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

პარლამენტის შენობა გუშინ საღამოდან ბლოკირებულია. აქციის მონაწილეების მიერ ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner