ავტორი თეა ფირცხალავა
გაგიჟება შეიძლება... შემშალა ზოგიერთების უმადურობამ და ამიტომაც დავწერ იმას, რასაც დავწერ!
ბიძინა ივანიშვილი არის მილიარდერი და ქველმოქმედი ადამიანი, რომელსაც აქვს ბანკი და ფონდი, რომლის მეშვეობითაც ეხმარებოდა და ეხმარება საქართველოს და მისი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით გაუთქვეს სახელი ჩვენს ქვეყანას... მცონარებმა თავად მიხედეთ თავს, ბიძინას შეეშვით!
ამასთან, ბიძინას ბანკს არავინ გაუუბედურებია და არც არავინ დაუტოვებია სახლ-კარის და ზოგადად, უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე... ასეთ ერთ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ! პირიქით, სხვას რომ თავი დავანებოთ, მიშაზე მიწერილი ყველა სასიკეთო რეფორმა სწორედ ბიძინას დაფინანსებულია და არა სხვისი... ის „სხვა“ მხოლოდ მიშას და მის ახირებებს აფინანსებდა და არა საქართველოსთვის სასიკეთო საქმეებს.
მიუხედავად ამისა, მაინც ყველა ბიძინას და მის ოჯახს წყევლის, არიქა, ჩვენ რა გაგვიკეთა, ჩვენო, გაიძახიან უსინდისოდ...
ახლახან ერთმა დამიწერა კომენტარში (რატომღაც მრავლობით რიცხვში, რაც მასზე კარგს არაფერს მეუბნება), ესაოდა, არც ბიძინა გვინდა და არც ნაცები, ახალი ძალები გამოჩნდნენ და ისინი გვინდა და ისინი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ გაღატაკებულმა ხალხმა ამოისუნთქოსო...
(ნეტარ არიან მორწმუნენი)...
რა უნდა ელაპარაკო ახლა ასეთ „საქმეში ჩახედულ“ ადამიანებს?
იმ „ახალმა ძალამ“ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე „იძალადა“ და ვერ-დაფარული პროცენტებისა და სესხების გამო, სახლ-კარის და ლუკმა-პურის გარეშე დატოვა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი... იმ „ახალ ძალას“ საკუთარი ჯიბიდან 3 მილიარდი კი არა, სამი ლარი არ დაუხარჯავს ქვეყნის სასიკეთოდ...
და აი ასეთი „ახალი ძალის“ იმედი გაქვთ თქვენ?
და აი, ასეთი „ახალი ძალის“ მეშვეობით აპირებს საქართველო ლელოს გატანას?
გაგიჟდება კაცი, აბა რა იქნება?
სირცხვილია ხალხო... იმ „ახალ ძალასთან“ პირადული არაფერი მაკავშირებს, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ უმადურობამ ხომ არ უნდა წაგვლეკოს, რა გვჭირს?