logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ბლოკირებულია პარლამენტი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კანონდარღვევაა
- +

18 ნოემბერი. 2019. 16:11

 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბლოკირებულია პარლამენტი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კანონდარღვევაა. მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა განცხადება გააკეთეს, რომ პროცესი არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში და მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებში. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლება, ჩვენი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც იცავს, მათ შორის კრიტიკული აზრის თავისუფლებას, მაგრამ მეორე მხრივ ამან არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, - აღნიშნა კილაძემ.

 

ამასთან, კილაძის თქმით, ე.წ. გერმანული მოდელს, იმისთვის, რომ მან იფუნქციონიროს საქართველოში, სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება.

 

„ტყუილია ოპოზიციური ლიდერების განცხადება, რომ „გერმანული მოდელის“ ფუნქციონირება შესაძლებელია არსებული კონსტიტუციის ფარგლებში“, - აღნიშნა კილაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner