„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნიკა გვარამიას და საკონსტიტუციო სასამრთლოს, გასცეს პასუხები მათ მიერ წარდგენილ ბრალდებებზე.
მჟავანაძის განმარტებით, მათი მხრიდან დუმილი შეფასდება როგორც აღიარება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალებისა" და გვარამიას დაქვემდებარებაშია.
კერძოდ, მჟავანაძემ 6 ივნისს, „რუსთავი 2"- ის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ გვარამიას განცხადებებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც აღინიშნა, რომ ნიკოლოზ გვარამიამ 2016 წლის 31 მაისს, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" რამდენჯერმე დააფიქსირა პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი იურისტების შეტანილ სარჩელებზე, (რომელიც ეხება მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების თაობაზე ნორმის გაუქმების მოთხოვნას (სარჩელის სარეგიტრაციო ნომერი 679) და მეორე სარჩელი - „რეტრო აქტიურობის ნორმის გაუქმება" (სარეგისტრაციო #678)), სადაც ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მიენიჭოს უკუძალა წარსულ დროში და ის გახდეს ახლადაღმოჩენილი გარემოება საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.
გვარამიამ მტკიცებით ფორმით განაცხადა, რომ მათი ორივე სარჩელი დაკმაყოფილდება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ყოველგვარი აზრი დაეკარგება.
„ჩვენს მიერ 6 ივნისის ბრიფინგზე ასევე გაკეთდა განცხადებები თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულ და უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კერძოდ: ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შვიდი კონსტიტუციური სარჩელი (675, 678, 679, 681, 720 ,721, 726) განსახილველად დაეწერა საკონსტიტუციო სასამრთლოს ერთ კოლეგიას. აღნიშნულ სარჩელებში სადავო იყო გამხდარი სხვადასხვა კანონში არსებული, ერთმანეთთან შინაარსობრივ კავშირში არმყოფი სხვადასხვა ნორმა. ამ სარჩელებს ერთმანეთთან აერთიანებდა მხოლოდ ის, რომ მათი ავტორი წარმოადგენდა ერთსა და იმავე სუბიექტს, რაც მათი განსახილველად ერთი კოლეგიისათვის მიკუთვნების საფუძველი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ პირიქით, როდესაც ერთი სუბიექტის სარჩელებს ყოველთვის განიხილავს ერთი კოლეგია, მიუხდეავდ იმისა, რომ რიგითობის მიხედვით ის მისი განსახილველი არ არის, ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვები როგორც საქმეთა განაწილების, ასევე საქმის გადაწყვეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთია. პრაქტიკულად გამოდის, რომ კონკრეტული სუბიექტისთვის „პერსონალური" კოლეგიაა გამოყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ექსკლუზიურად მის სარჩელებს იხილავს;
ასევე ნიშანდობლივია ის, რომ ასეთი საქმეები მართალია ნაწილდება „შემთხვევით" მხოლოდ ერთ კოლეგიაზე, თუმცა იქაც, „რატომაღაც" კოლეგიის სამ წევრზე (მომხსენებელი მოსამართლეები არიან სასამართლოს წევრები კ.ვარძელაშვილი, ქ.ერემაძე და მ.კოპალეიშვილი) და მეოთხე წევრს მ.ტურავას „რატომღაც" არ ხვდება ასეთი საქმეები;
სასამართლო „რუსთავი 2"-ის სარჩელებთან დაკაშირებით ავლენს განსხავებულ მიდგომას არა მხოლოდ პროცედურების, არამედ საქმის განხილვის ვადების მხრივ. მაგალითად, მოსარჩელე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის და შპს ტელეკომპანია „საქართველოს" რიგ სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში მოახერხა საქმის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დაყენება. მაგალითად, 675-ე სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (სადავო ნორმა შეაჩერა) სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვიდან ექვს დღეში. ხოლო 681-ე სარჩელზე იგივე სამართლებრივი შედეგი დააყენა 7დღეში;
რაც შეეხება პირველი კოლეეგის წევრების მიუკერძოებლობას, საინტერესოა, რომ ამავე კოლეგიის წევრი მ.კოპალეიშვილი წლების განმავლობაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოში 8 სარჩელთან დაკავშირებული კომპანიის „რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გვარამიას იუსტიციის მინისტრობისას, მისი რეკომენდაციით დანიშნული მოადგილე ჯერ იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ განათლების მინისტრობისას ის იყო ერთადერთი მოადგილე, რომელიც იუსტიციის მინისტრობიდან განათლების მინისტრად გადასვლისას თან გადაიყოლა გვარამიამ ისევ მოადგილის პოზიციაზე. საინტერესოა, რომ იმავე გვარამიას პირველი მოადგილე განათლების მინისტრობისას იყო კ. ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია.თუმცა მიუხედავდ ამ აშკარა გარემოებებისა, როდესაც აცილების საკითხი დადგა მოპასუხე მხარის - პარლამენტის წარმომადგენლის მხრიდან, ამ ორი მოსამრთლის მიმართ #675 სარჩელზე (მოსარჩელე ტელეკომპანია „რუსთავი 2"), ისინი არ იქნენ აცილებული ამ საქმის განხილვას. შესაბამისად ისინი ასევე მონაწილეობენ ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა 7 სარჩელის განხილვაში", - აღნიშნა მჟავანაძემ „პირველ პრესკლუნში".
როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, აღნიშნულ ბრალდებაზე არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას პასუხი არ გაუცია.
„საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ როგორც გვარამიას, ასევევ საკონსტიტუციო სასამართლოს - გაეცეს ყველა ბრალდებას პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დუმილი შეფასდება როგორც კიდევ ერთი აღიარება იმისა, რაც თავად გვარამიამ გააკეთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მისი და „ნაციონალების" დაქვემდებარებაშია", - განმარტა ნიკოლოზ მჟავანაძემ.