მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ისინი ადგილზე ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს, რომლებიც მიმდებარე ქუჩებზეა გაჩერებული.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დრომდე ბლოკირებულია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.