თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება კანონდარღვევაა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.
კალაძის განცხადებით, „როგორც კი ქმედებები გასცდება კონსტიტუციას, გასცდება კანონს, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება“.
ამასთან, კალაძის თქმით, საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები არაკონსტიტუციურია.
„საუბარი იყო ე.წ. გერმანულ მოდელზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონსტიტუციის ცვლილების გარეშე ამ ცვლილების განხორციელება შეუძლებელია, შესაბამისად არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში შერეული სისტემით ჩატარდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.