თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
„როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, - განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.
მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცა.