logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძის განმარტებით, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ხდება
- +

18 ნოემბერი. 2019. 16:50

 

შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცავთა ოდენობის ზრდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვისაა.

 

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება.

 

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ლოკაციაზე სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზებაა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner