„რცხვენოდეთ ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ ლობისტ ქართულ პარტიებს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი საკუთარ facebook-გვერდზე წერს.
უილიამსონის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები ამას აკეთებდნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
„ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც ზოგიერთ ქართულ, სავარაუდოდ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ლობირებდნენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებენდნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
ეს არ არის მოქალაქეობრივი ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და ავადმყოფობაა", - წერს სარა უილიამსონი.
როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან პოზიციის გამოხატვის შეფერხება, შესაძლოა, ამ პარტიების ქმედებებს უკავშირდებოდეს.