სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს.
სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილეც გაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.