„რაც ხდებოდა იმ 9 წელიწადში, ეს იყო რაღაც ანთროპოლოგიური კატასტროფა. სახელმწიფო რომ ხდება მთავარი და ადამიანი არაფერი. ეს მკვლელობები, წამებები, საშინელებები ხდებოდა, როგორ შეიძლება ეს დაივიწყო? შეუძლებელია ამის დავიწყება, ეს არის ვალდებულება შენი, რომ სულ უნდა გახსოვდეს, რომ იგივე არ გაიმეოროო, უნდა მოხდეს ამის ზნეობრივი შეფასება“, - განაცხადა ფილოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა ლევან გიგინეიშვილმა „იმედის“ ეთერში.
„რას ჰქვია, რაღა დროს 9 წელია, გერმანიამ რომ დაივიწყოს ის ფაშიზმი, ან რასაც პუტინის რუსეთში ხდება, არ გაიხსენებენ და ისევ იგივე განმეორდება, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყველაფერი, მითუმეტეს, ის ძალა ცდილობს ახლა, რასაც მე ვუყურებ, ბატონი ვაშაძე… ზოგიერთები ამბობენ, რომ ის მოდის დასაბალანსებლად, არ მოდის დასაბალანსებლად და არც მალავს, რისთვის მოდის. მოდის იმისთვის, რომ გზა გაუკაფოს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს არ აბალანსებს, მთლიანად მოწმინდეს საწყის ნაწილზე მთელი პოლიტიკური სპექტრი.
მაქსიმუმ, ამბობენ, რომ გადაცდომა ჰქონდათ, ადამიანის წამება გადაცდომაა ან შეცდომა? ადამიანების ციხეში ჩასმა, მკვლელობები ხდებოდა, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა და ბიზნესების „დაწერა“ არ არის გადაცდომა. ეს არის კაი ძველი საბჭოთა ენა – სტალინისტები ამბობენ, სტალინი კარგი იყო, მაგრამ გადაცდომები ჰქონდათ, სამაგიეროდ ომი მოიგო და კაშხლები ააშენაო…
ადამიანი არ არის სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოა ადამიანისთვის.
ბოროტის გამკეთებელ ადამიანებსაც სიკეთე უნდა უსურვო და გამოსწორება, მაგრამ სინანული უნდა აჩვენოს და არ აჩვენებენ სინანულს, რა გვაქვს სასინანულო და საპატიებელიო. საპატიებელი ჩვენც კი გვაქვს, დროზე ხმა რომ არ ამოვიღეთ და გასაქანი მივეცით. სინანულია მათთვის საჭირო და ყველასთვის, ისე როგორ შეიძლება? თუ მოინანიებენ კი ბატონო, ხალხი აპატიებს შეიძლება, მაგრამ არ აქვთ ეს სინანული. სინანული არის ყველაზე სერიოზული რაღაც რაც კი შეიძლება ცხოვრებაში იყოს. ისინი, მთელი ამ 6 წლის მანძილზე არიან იმის მცდელობაში, რომ ავანტიურისტულად დაიბრუნონ ხელისუფლება. ამიტომ, რომ ამბობენ, ახლა მოვალთ და ამას არ ვიზამთო, ამის შანსი არის ნული!
ზნეობრივი „ნიურნბერგი“ უნდა მოხდეს და შეფასდეს მოვლენა. ადამიანი არ უნდა გძულდეს, მაგრამ მის მხეცობებზე აუცილებლად უნდა იყოს რეაქცია. შეუფასებელი მხეცობები და დავიწყება მეტასტაზებივით გავრცელდება. არ შეიძლება ეს!“ - განაცხადა გიგინეიშვილმა.