საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში, წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელის მინიჭების და მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.
მემორიალი საზეიმოდ გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სამსონ ბრეგვაძე დაესწრო.