logo_geo
eng_logo
რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა, დააკავეს რამდენიმე პირი
- +

18 ნოემბერი. 2019. 19:36

 

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მიმდინარეობს.

 

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, ისინი პატრულის ავტომობილში ჩასვეს.

 

ასევე, სამართალდამცველები ალეკო ელისაშვილის დაკავებასაც ცდილობდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.

 

დაკავებები და შეხლა-შემოხლა გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან გზის კვლავ გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.

 

პარალელურად, აქციის მონაწილეებს გამომსვლელები მიმართავენ.

 

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

 

ამასთან, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner